Belive

უნიკალური მიღწევა | ბარსელონას სარეკორდო სეზონი

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

17 მაისს, ბარსელონამ კამპ ნოუზე ბეტისს ანგარიშით 3:1 მოუგო და ლა ლიგის 37-ე ტურის მატჩში ისტორიული მიღწევა გააფორმა.

კატალონიური გუნდი ესპანეთის ელიტარული დივიზიონის ისტორიაში პირველია, რომელმაც სეზონში ყველა საშინაო მატჩის მოგება მოახერხა.

ჰანს-დიტერ ფლიკის შეგირდებმა საკუთარ კედლებში გამართულ ყველა შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვეს. ამ მატჩებში "ბლაუგრანამ" 57 გოლი გაიტანა და მხოლოდ 10 გაუშვა.

ბარსელონამ ლა ლიგა ზედიზედ მეორედ და ისტორიაში 29-ედ ელ კლასიკოში გამარჯვების (2:0) შემდეგ მოიგო. სეზონის დასკვნითი მატჩი კატალონიურმა გრანდმა 23 მაისს, ვალენსიასთან სტუმრად უნდა ჩაატაროს.

სხვა სტატიები