უნაი ემერი ნიუკასლის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატთა შორის ლიდერობს
4 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"მათი მხრიდან დაინტერესება ნამდვილად იყო - მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. ამ დროისათვის ოფიციალური წინადადებით არავის მოუმართავს. მანამ სანამ თანხმობას ან უარს განვაცხადებ, კლუბის წარმომადგენლებს გავესაუბრები", - აღნიშნა უნაი ემერიმ."ნიუკასლს" ახალი მთავარი მწვრთნელის გაფორმება რაც შეიძლება მალე სურს - იქმნება შთაბეჭდილება, რომ უნაი ემერი ახალ გამოწვევას დათანხმდება. რადგან 2019 წელს, "არსენალიდან" გათავისუფლების შემდეგ, ესპანელ სპეციალისტს ინგლისში საკუთარი რეპუტაციის ამაღლება სურს. 2020 წელს ემერიმ "ვილიარეალი" ჩაიბარა - ემერის მეთაურობით, UEFA-ს ევროპა ლიგის ფინალში, "ვილიარეალმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" პენალტების სერიაში დაამარცხა.