Belive

უნაი ემერი: "ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით, პსჟ-ს კი წარმატებებს ვუსურვებ"

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, "ასტონ ვილა" "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდა და 3:2 გაიმარჯვა. "ვილა პარკზე" განცდილო მარცხის მიუხედავად, ორი მატჩის ჯამში პარიზელებმა 4:5 გაიმარჯვეს და ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავიდნენ, სადაც "რეალსა" და "არსენალს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.

მატჩის დასრულების შემდეგ, უნაი ემერის პრესკონფერენცია გაიმართა. "ასტონ ვილას" მთავარმა მწვრთნელმა მეტოქე გუნდი შეაქო და 1/2-ფინალურ დაპირისპირებაში წარმატებები უსურვა.

"ძალიან ვამაყობ იმით, რისი გაკეთებაც შევძელით. ბევრი მომენტის გამოყენება და მინიმუმ ორი მატჩის ჯამში ანგარიშის გათანაბრება და შემდეგ წინ გასვლას შეგვეძლო, თუმცა ამაზე საუბარი ახლა ზედმეტია.

ამ დონემდე მისვლა არის საუკეთესო წინგადადგმული ნაბიჯი, რათა მივაღწიო იმ დონეს, სადაც მინდა ასტონ ვილასთან ერთად ვიყო. ჩვენ კარგად ვიასპარეზეთ პირველ თამაშში, მაგრამ ეს არასაკმარისი გამოდგა.

დღეს კიდევ უკეთესები ვიყავით და თამაშში დაბრუნებაც შევძელით. ყველაზე მეტად კი იმ ფაქტით ვამაყობთ, რომ ჩვენმა გულშემატკივარმა ამხელა სიხარული იგრძნო, ნახეს რომ ჩვენ ფეხბურთის თამაში ყველა მეტოქეს წინააღმდეგ შეგვიძლია. ჩემმა ბიჭებმა ბოლომდე ითამაშეს და მაქსიმუმი გააკეთეს, სამწუხაროდ შემდეგ ეტაპზე ვერ გავედით.

წარმატებებს ვუსურვებთ პსჟ-ს ჯერ 1/2-ფინალში, შემდეგ კი იმედია ფინალში." - უნაი ემერი

ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალურ ეტაპზე, პარიზული გრანდი მადრიდის "რეალსა" და "არსენალს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები