ლუის ენრიკე: ,,ჩემი მობილური ბარსელონას გულშემატკივრების შეტყობინებებითაა სავსე''
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, რეალთან მოგებული მატჩი შეაფასა:
,,ჩემი მობილური ბარსელონას ქომაგების შეტყობინებებითაა სავსე, რაც ამ თამაშის მნიშვნელობაზე მეტყველებს. ჩვენ ვიცით, როგორი გუნდია რეალი და როგორი დიდებული იქნება ყოველთვის. ახლა ახალი ისტორიის დაწერამდე და ყველა იმ ტურნირის მოგებამდე, რომელშიც ვმონაწილეობდით, მხოლოდ 1 მატჩი გვაშორებს. ეს ჩვენთვისა და ჩვენი გულშემატკივრებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
მოელოდით ასეთ დომინირებას? თამაშამდე ამის ცოდნა ყოველთვის რთულია, თუმცა, როგორც წესი, ჩვენ დომინანტი გუნდი ვართ, რომელსაც ბურთის ფლობა სურს. მეტოქეებისთვის ჩვენთან კონკურენცია რთულია, ჩვენი თამაშის დამკვიდრება პირველივე წამებიდანვე ვცადეთ, პირველ 10 წუთში გაგვიმართლა, მაგრამ მოგება დამსახურებულია. ჩემი, როგორც მწვრთნელის მიზანია, რომ ფეხბურთელებმა თამაშისგან სიამოვნება მიიღონ, გულშემატივრებმა კი ნახონ, როგორ თამაშობს მათი გუნდი კარგ ფეხბურთს. შესანიშნავ სეზონს ვატარებთ.
ალონსო? მას უბრალოდ სეზონისთვის მოსამზადებელი პერიოდი სჭირდება და დასამტკიცებელი არაფერი აქვს. მისი პროექტი ახლა იწყებს განვითარებას. დასკვნა? მე ამ პროექტზე უკვე 2 წელია ვმუშაობ, პსჟ-სა და ალონსოს რეალის შედარება უბრალოდ შეუძლებელია.'' - ლუის ენრიკე
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენმა რეალს 4 უპასუხო გოლი გაუტანა და ფინალში გავიდა.
ტურნირის ფინალურ შეხვედრაში პსჟ-ს მეტოქე ჩელსი იქნება. მატჩი კვირას, 13 ივლისს გაიმართება.
🚨🗣️ Luis Enrique: "Xabi Alonso does not need to prove anything. He needs a pre-season. His project just started. What can you take from this? I have been working on this for 2 years, you cannot compare." pic.twitter.com/NPkdLo3OsS
— The Touchline | Football Coverage (@TouchlineX) July 9, 2025