უნაი ემერი ასტონ ვილას რეკორდსმენია: ესპანელი ბირმინგემელების ლეგენდარულ მწვრთნელებს გაუთანაბრდა
უნაი ემერი ასტონ ვილას ისტორიაში საკუთარი სახელის სხვადასხვა წარმატებული შედეგების გამო ჩაწერას აგრძელებს.
ამჯერად ესპანელმა სპეციალისტმა ისტორიული შედეგი გაიმეორა და გუნდის არსებობის ისტორიაში, მწვრთნელებს შორის ყველაზე მეტი მოგებული მატჩის რეკორდი გაიმეორა.
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-13 ტურში, ვულვერჰემპტონთან მოპოვებული გამარჯვება (1:0) უნაი ემერისთვის ბირმინგემული გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში რიგით 61-ე გახლავთ. ასეთი შედეგი სარეკორდოა და აქამდე მხოლოდ გუნდის ორ მწვრთნელს ჯონ გრეგორის და მარტინ ო'ნილს ჰქონდათ დაფიქსირებული.
ვულვზთან უნაი ემერიმ ასტონ ვილა მთავარი მწვრთნელის რანგში მოედანზე 114-ედ გაიყვანა.
ასტონ ვილას 13 ტურის შემდეგ ინგლისის პრემიერ ლიგაში 24 ქულა აქვს, მე-4 პოზიციას იკავებს და შემდეგ მატჩში, 3 დეკემბერს, უახლოეს მდევარ ბრაიტონს საშინაო კედლებში უნდა შეხვდეს. მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე უნდა დაიწყოს.