ჰარი კეინი: "ოქროს ბურთისთვის ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო"
5 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის ბაიერნისა და ინგლისის ნაკრების ფორვარდი, ჰარი კეინი ამბობს, რომ ოქროს ბურთის მოსაგებად ყველაფერი გააკეთა, თუმცა ახლა შედეგი მასზე აღარ არის დამოკიდებული.
"ძალიან ვამაყობ იმ სეზონით, რომელიც მქონდა. ოქროს ბურთი, ინდივიდუალური თვალსაზრისით, ყველაზე დიდი ჯილდოა, რისი მიღებაც შეგიძლია. ეს ჩემს ხელში არ არის. ჩემი თამაშის თვალსაზრისით ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო.
რა თქმა უნდა, შესანიშნავი იქნება ამ პრიზის მიღება, მაგრამ შედეგების გამოცხადებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვეა.
წარმოუდგენლად ვამაყობ იმით, რასაც გუნდთან და ნაკრებთან ერთად მივაღწიე. ახლა მთავარია, ახალ სეზონზე ვკონცენტრირდე. ჩვენ დიდი ამბიციები და მიზნები გვაქვს", - ამბობს ჰარი კეინი.
გასულ სეზონში ჰარი კეინმა ბავარიული გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 51 მატჩში 61 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. "სამი ლომის" შემადგენლობაში კეინმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა და მესამე ადგილი დაიკავა. 2026 წლის მუნდიალზე ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა 6 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.