უმძიმესი დარტყმა ნეაპოლელებს | ლუკაკუ 3-4 თვეს გამოტოვებს
სერია A-ს ახალი სეზონის დაწყებამდე 4 დღით ადრე, მოქმედი ჩემპიონები მძიმე ვითარებაში არიან. კერძოდ, საქმე ეხება რომელუ ლუკაკუს ტრავმას, რომელიც მან 14 აგვისტოს, პრე-სეზონზე, ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ მიიღო.
ლუკაკუმ ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ ბარძაყის არეში მძიმე დაზიანება მიიღო და დაუყონებლივ მოედანზე დაეცა, რაც ნეაპოლელებისთვის სეზონის სტარტის წინ საგანგაშო იყო. ბელგიელი ფორვარდი მატჩის დასრულებისთანავე სამედიცინო კვლევებზე წაიყვანეს, საბოლოოდ კი სამედიცინო დასკვნით, ლუკაკუს მარცხენა ბარძაყისკუნთის მძიმე დაზიანება აქვს მიღებული, რის გამოც მას 3-დან 4 თვემდე გამოტოვება მოუწევს.
რომელუ ლუკაკუს ტრავმა ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ
მიუხედავად იმისა, რომ 32 წლის ფორვარდი უკვე გამოჯანმრთელების საწყის ეტაპზეა, სამედიცინო დასკვნები აჩვენებს, რომ ლუკაკუს შესაძლოა ქირურგიული ჩარევა დაჭირდეს და ოპერაცია გაიკეთოს.
ლუკაკუს არყოფნა ნაპოლის შეტევაში მნიშვნელოვან სიცარიელეს ტოვებს, რადგან მისმა ფეთქებადმა ძალამ და ხასიათმა, ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა გასულ სეზონში სკუდეტოს მოგებაში.
სეზონის გახსნითი მატჩის მოახლოებასთან ერთად, რომელსაც ნაპოლი 23 აგვისტოს სასუოლოსთან გამართავს, მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე და სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა გადაუდებელი დილემის წინაშე დგანან. ნაპოლიმ ახლა უნდა გადაწყვიტოს, მოიყვანს თუ არა კიდევ ერთ თავდამსხმელს.
მზარდი გაურკვევლობის ფონზე, ყველა ყურადღება იმაზეა მიპყრობილი, თუ როგორ გაუმკლავდება „პარტენოპეი“ ტრავმებთან დაკავშირებულ ამ კრიტიკულ დარტყმას და შესაბამისად, როგორ მოახდენს ახალი სეზონისთვის ადაპტირებას.
მოქმედი ჩემპიონი სერია A-ს ახალ სეზონს 23 აგვისტოს, სასუოლოსთან სტუმრად თამაშით დაიწყებს.