,,უკეთესი გუნდი ვიყავით'' - კანადის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კანადის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯესი მარშმა, მაროკოსთან ჩატარებული მატჩი შეაფასა:
,,ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით! მათ რამდენიმე მომენტით მეტი შექმნეს, მაგრამ ინტენსივობის მომატება არ ყოფილა პრობლემა. უბრალოდ, მათ მოედნის ბოლო მესამედში ცოტათი მეტი კლასი გამოავლინეს, ჩვენ კი დაგვაკლდა უნარი, რომ საჭირო დროს თამაში ჩვენს სასარგებლოდ შეგვეცვალა.
ჩვენ ბევრად უკეთესი გუნდი ვიყავით პირველ ტაიმში და მეორე ტაიმის დასაწყისშიც კი. ყველაფერი გაშვებულმა გოლმა შეცვალა, სხვა მხრივ კი თამაში ჩვენი იყო.
რა დიდი პრივილეგია ჰქონდათ ჩვენს გულშემატკივრებს, რომ ასეთი გუნდისთვის დაეჭირათ მხარი - გუნდისთვის, რომელიც მოგებისთვის ბოლომდე იბრძვის და დაცვით ფეხბურთს არ თამაშობს. რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო და უფრო ხშირად უნდა აღმოვჩნდეთ ასეთ სიტუაციებში.
რაც არ უნდა კარგი იყოს მაროკო, მე მაინც ჩვენს ადგილზე ყოფნა მირჩევნია. ვამაყობ ჩვენი ბიჭებით! მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ.'' - ჯესი მარში
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში კანადის ეროვნული ნაკრები მაროკოსთან 0:3 დამარცხდა.
აფრიკელები მუნდიალის მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც საფრანგეთს ან პარაგვაის შეხვდებიან.
🏆 #FIFAWorldCup
— beIN SPORTS (@beinsports_FR) July 4, 2026
🇨🇦🗨️ Jesse Marsch : "On était la meilleure équipe !!!"#beINFWC2026 pic.twitter.com/HdPZ01U9js