ეგვიპტელი ფეხბურთელის დიდი უიღბლობა და ანტირეკორდი მსოფლიო ჩემპიონატზე
ავსტრალიასთან მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალური ეტაპის შეხვედრაში, ეგვიპტის ნაკრების მცველმა, მოჰამედ ჰანიმ, ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ტურნირის ანტირეკორდი დაამყარა.
ჰანი გახდა პირველი ფეხბურთელი მუნდიალების ისტორიაში, რომელმაც 2 ავტოგოლი გაიტანა:
პირველად ჯგუფურ ეტაპზე ბელგიის წინააღმდეგ.
მეორედ ავსტრალიასთან პლეი-ოფის მატჩში.
რამდენიმე სტატისტიკური ვებგვერდის მონაცემებით, ჰანი მეორე ფეხბურთელია, ვისაც ეს დაემართა (1966 წელს ბულგარელი ივან ვუცოვის შემდეგ, თუმცა ძველ ჩანაწერებში ამ გოლების ავტორობაზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს), მაგრამ ოფიციალური წყაროები ანტირეკორდის ავტორად სწორედ ეგვიპტელს ასახელებენ.
აღსანიშნავია, რომ ეს ავტოგოლი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე მე-13 იყო, რაც ყველა დროის რეკორდია.
13 - Mohamed Hany has scored the 13th own goal of the 2026 FIFA World Cup, now a record in a single edition, surpassing the 2018 tournament (12).
— OptaJoe (@OptaJoe) July 3, 2026
Unlucky. pic.twitter.com/ms58ZTJ2Cg