Belive

უეცარი ავადმყოფობა - უოტფორდმა ჩაკვეტაძე განაცხადს მიღმა დატოვა

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონშიფის მე-40 ტურში, "უოტფორდი" მე-6 ადგილოსან "ვესტ ბრომვიჩს" ესტუმრება, მატჩი 1 აპრილს, თბილისის დროით 18:00 საათზე აიღებს სტარტს.

რამდენიმე წუთის წინ "უოტფორდმა" სამატჩო შემადგენლობა გამოაქვეყნა, სადაც განაცხადში საერთოდ ვერ მოხვდა საქართველოს ნაკრების შემტევი - გიორგი ჩაკვეტაძე.

"უოტფორდის" მთავარმა გვერდმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე დღევანდელ მატჩს ავადმყოფობის გამო გამოტოვებს. მთავარ მწვრთნელს - ტომ კლევერლის გიორგი ჩაკვეტაძის განაცხადს მიღმა დატოვება მოუწია, რისი მიზეზიც ქართველი ფეხბურთელის უეცარი ავადმყოფობა გახდა.

სხვა სტატიები