Belive

,,უეფა შეცდომას უშვებს'' - კარაგერი სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმების წინააღმდეგია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულის'' ყოფილი ფეხბურთელი, ჯეიმი კარაგერი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ევროთასებზე, შესაძლოა, სტუმრად გატანილი გოლის წესი გაუქმდეს:
,,ევროთასებზე სტუმრად გატანილი გოლის წესი მატჩებს უფრო საინტერესოს ხდის. უეფა დიდ შეცდომას უშვებს,'' - დაწერა ინგლისელმა ტვიტერის პირად გვერდზე.
კარაგერმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხარებლის პოსტი გააზიარა, რომელიც სტუმრად გატანილი გოლის წესის მომხრეა. ინგლისური პრესის ცნობით, ევროტურნირების კომიტეტმა წესის გაუქმებაზე, რომელიც ევროპულ ფეხბურთში 1965 წელს შემოიღეს, გუშინ იმსჯელა და ახლა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უეფას აღმასრულებელი კომიტეტის თანხმობაა საჭირო.

სხვა სტატიები