Belive

უეფა უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად 1 მილიონ ევროს გამოყოფს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (უეფა) განცხადებით, ორგანიზაცია უკრაინაში ბავშვების დასახმარებლად 1 მილიონ ევროს გამოყოფს. ასევე, უეფას ბავშვთა ფონდი მოლდოვაში ლტოლვილების დასახმარებლად 100 ათასი ევროს გამოყოფას აპირებს.

,,კონფლიქტის დროს ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან, ჩვენი მოვალეობა მათი უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვაა. ევროპული ფეხბურთის სოლიდარობისა და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით, შევძლებთ ბავშვების დახმარებას, რაც მათ უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში ძალიან სჭირდებათ,'' - განაცხადა უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა.
21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. სპორტის არაერთი სახეობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი მკაცრი სანქციებით დასაჯა.

სხვა სტატიები