უეინ რუნიმ ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ძლიერი მცველები დაასახელა, რომლებსაც თავის კარიერაში შეხვედრია
ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, უეინ რუნიმ ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ძლიერი მცველები დაასახელა, რომლებსაც მანჩესტერ იუნაიტედში თამაშის დროს შეხვედრია.
ყოფილმა თავდამსხმელმა BBC-ს პოდკასტში ისაუბრა და თქვა, რომ ევროპელი მცველები უფრო ჭკვიანები იყვნენ, ამასთანავე იუნაიტედის ლეგენდის პირველი არჩევანი ყველა მანჩესტერელის გაოცებას გამოიწვევს. უეინ რუნიმ ჩემპიონთა ლიგის 85 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 30 გოლის გატანა მოახერხა, ასევე გააკეთა 21 საგოლე გადაცემა, 2008 წელს კი ის სერ ალექს ფერგიუსონის მანჩესტერთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ტიტულსაც დაეუფლა.
სრულად უეინ რუნის საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:
ჯონ ტერი
ჟერარ პიკე
პაოლო მალდინი
რიკარდო კარვალიო
ალესანდრო ნესტა
უეინ რუნიმ ჯონ ტერიზე ასეთი რამ თქვა:
მის წინააღმდეგ თამაში საშინელება იყო, ყოველი თამაშის წინ ვფიქრობდი: "ის სწრაფი არ არის, ფლანგზე გადავიყვან", თუმცა, ის ყოველთვის ყველგან მხვდებოდა. ის ფანტასტიკური ლიდერი იყო - ძლიერი, ჰაერში კარგად თამაშობდა, არასდროს წყვეტდა ბლოკირებას და სტანდარტული მომენტების დროს რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა. არ მგონია, რომ ხალხი მას ისე აფასებს, რასაც იმსახურებს. - უეინ რუნი
"Every time you go near him, he hurts you." 😳@WayneRooney picks his top five #UCL centre-backs 💫 pic.twitter.com/DzbnHxt4zy
— BBC Sport (@BBCSport) November 4, 2025