უეფას სუპერთასზე პსჟ ტოტენჰემს დაუპირისპირდება | რა უნდა ვიცოდეთ?
ცნობილია, თუ როგორ დაიწყება 2025/26 წლების ევროპული საფეხბურთო სეზონი. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პარი სენ-ჟერმენი და ევროპა ლიგის ჩემპიონი ტოტენჰემ ჰოტსპური, 2025 წლის უეფას სუპერთასზე 13 აგვისტოს დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
შეხვედრა იტალიის ქალაქ უდინეში, „სტადიო ფრიულიზე“ გაიმართება, ეს არენა უდინეზეს საშინაო სტადიონია. მატჩი, რომელიც კონტინენტის 2 ჩემპიონს აერთიანებს, ძირითად დროში ფრედ დამთავრების შემთხვევაში, პირდაპირ პენალტების სერიაში გადავა - დამატებითი დროის გარეშე.
2013 წლამდე სუპერთასის შეხვედრას მონაკო მასპინძლობდა, თუმცა ეს წესი შეიცვალა და უკვე მე-13 წელია ფინალს სხვადასხვა ქალაქი მასპინძლობს. მაგალითისთვის, ეს მატჩი ჩატარებულა პრაღაში, კარდიფში, თბილისში, ჰელსინკში, ვარშავაში და სხვა.
2024 წლის ფინალში რეალმა ატალანტა 2:0 დაამარცხა - ფედერიკო ვალვერდესა და კილიან მბაპეს გოლებით.
უეფას სუპერთასი ყველაზე მეტჯერ (6) რეალს აქვს მოგებული, 2025 წლის ფინალისტებიდან კი პსჟ-ცა და ტოტენჰემიც, პირველად ეცდებიან მის მოგებას.