Belive

UEFA ვენგერის თამაშგარის წესის შეცვლის იდეას ეწინააღმდეგება

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

არსენ ვენგერის თამაშგარე მდგომარეობის წესის შეცვლის იდეას კრახი ელის. უეფა და ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია, არსენალის ლეგენდის მიერ შემოთავაზებულ „რადიკალურ“ გეგმებს ეწინააღმდეგებიან.

76 წლის სპეციალისტმა, მოქმედი წესების ცვლილების საჭიროება დააყენა, რაც თავდამსხმელებისთვის სასარგებლო იქნებოდა, თუმცა ამჟამად, უეფასა და ბრიტანეთის ფეხბურთის ასოციაციების წინააღმდეგობას აწყდება. მმართველი ორგანოები მიიჩნევენ, რომ ვენგერის გეგმები „ძალიან რადიკალურია“ და დიდ გავლენას მოახდენს თამაშის მიმდინარეობაზე.

გარდამტეხი 1990 წელს, იტალიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი იყო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თამაშგარე აღარ იქნებოდა, როდესაც მცველთან ერთად იმავე ხაზზე იმყოფებოდი. ეჭვის შემთხვევაში, უპირატესობა შემტევს ენიჭებოდა. ეს ნიშნავს, რომ როდესაც მცირედი უპირატესობაა, მსაჯი თავდამსხმელისკენ უნდა გადახრილიყო.

VAR-ის დახმარებით, ეს უპირატესობა გაქრა და ბევრი ადამიანისთვის ეს იმედგაცრუებას იწვევს. სწორედ ამიტომ შევთავაზე UEFA-ს ახალი იდეა, თუმცა გადაწყვეტილება მათი მისაღებია და არა ჩემი. - განაცხადა არსენ ვენგერმა

ვენგერის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თამაშგარის ხაზი მხოლოდ მაშინ ჩაითვალოს დარღვეულად, როდესაც შემტევი მცველზე მთელი სხეულით წინაა. ახლა, შემტევი მოთამაშის სხეულის ნებისმიერი ნაწილით წინ ყოფნა, თამაშგარედ განისაზღვრება.

სხვა სტატიები