FIFA-ს მიმართ ზეწოლა იზრდება | ფეხბურთის მთავარ ორგანოს ერთბაშად სამმა ორგანიზაციამ შეუტია
UEFA-მ, CONCACAF-მა და AFC-იმ (აზიის ფეხბურთის კონფედერაცია), FIFA, მსოფლიო ჩემპიონატის წილების გაყიდვის გეგმასთან დაკავშირებით, ნდობის ფუნდამენტურ დარღვევასა და მოტყუებაში დაადანაშაულა. ფეხბურთის სამი ასოციაციის განცხადებით, ამ ფაქტმა, ფეხბურთის ხელმძღვანელობის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, კითხვები გააჩინა.
ერთობლივ განცხადებაში, სამმა ორგანიზაციამ, FIFA-ს პრეზიდენტ, ჯანი ინფანტინოზეც ისაუბრა და ეს პროცესი განსჯის უნარის არ ქონად შეაფასა. მათ ინფანტინო იმაშიც დაადანაშაულეს. რომ ფიფას პრეზიდენტი ისე მოქმედებს, თითქოს, ფეხბურთი მის წინაშე იყოს ანგარიშვალდებული. ორშაბათს გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია:
საქმე უფრო ფუნდამენტურ საკითხს, თამაშისა და იმ ადამიანების კეთილსინდისიერებას ეხება, რომლებიც მათ მართავენ. ისეთ ორგანიზაციაში, როგორიც FIFA-ა, ხელმძღვანელის პოსტი, პირადი საკუთრება არ არის. ეს არც ძალაუფლებასთან დაკავშირებული საკითხია და არც მისი შენარჩუნებისთვის ბრძოლა. ეს საფეხბურთო ოჯახის წინაშე იმ ვალდებულების შესრულების მოვალეობაა, რომლიც შენ ამ ოჯახმა მოგანდო.
როდესაც ნდობა ტყუილებით ირღვევა და ადამიანი, საკუთარ თავს, იმ კოლექტივზე მაღლა აყენებს, რომელთა დამსახურებითაცაა ამ თანამდებობაზე, ეს პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ შენი მოვალეობის შესრულებაზე უბრალოდ უარს ამბობ. - აღნიშნულია სამი ორგანიზაციის განცხადებაში
BREAKING: UEFA, CONCACAF and AFC have issued an open letter to the football world saying that FIFA president Gianni Infantino has 'broken trust through deception with the World Cup stake sale process' 🚨 pic.twitter.com/7BLOAXQXLX
— Sky Sports News (@SkySportsNews) August 10, 2026
FIFA-მ განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით, სრულ ანგარიშს FIFA-ს საბჭოს წარუდგენს. თუმცა სამი კონფედერაცია ამ მიდგომას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ასეთი სერიოზული საკითხი მესამე, სრულიად დამოუკიდებელმა მხარემ უნდა განიხილოს. მათი თქმით, FIFA-ს ადმინისტრაციას, საგამოზიებო პროცესში არანაირი როლი არ უნდა ჰქონდეს და ყველა შესაბამისი დოკუმენტი და ჩანაწერი უნდა იყოს დაცული.
UEFA, CONCACAF-ი და AFC-ი აცხადებენ, რომ მათი პოზიცია "ფეხბურთისადმი მოვალეობიდან" გამომდინარეობს და მთელ საფეხბურთო სამყაროს, ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.