Belive

UEFA ნოა ლანგის ტრავმის შესახებ გამოძიებას იწყებს

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გასულ საღამო ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი ლივერპულში გაიმართა, სადაც მერსისაიდელები გალათასარაის დაუხვდნენ.

შეხვედრის მსვლელობისას ერთი უსიამოვნო ფაქტი მოხდა, როდესაც ნოა ლანგი სარეკლამო ბანერს დაეჯახა და თითი დაიზიანა. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, თურქული გუნდის ფეხბურთელი თითის ნაწილს დაკარგავს.

ამ თემასთან დაკავშირებით UEFA გამოძიებას დაიწყებს.

შესაბამისი კომისია ინციდენტის ადგილს შეამოწმებს, შეაგროვებს კადრებს და გამოიტანს დასკვნას, იყო თუ არა ყველაფერი პროტოკოლის მიხედვით შესრულებული. ასევე ცნობილი გახდა, რომ გალათასარაის იურიდიული ჯგუფი საჩივარს შეიტანს და კომპენსაციას მოითხოვს.

სხვა სტატიები