Belive

,,უდინეზეს დაცვის აწმყოსა და მომავლის გარანტია'' - რას წერს იტალიური გუნდი გოგლიჩიძეზე

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს 21 წლის ქართველმა მცველმა, საბა გოგლიჩიძემ, უდინეზესთან 5-წლიან კონტრაქტი გააფორმა.

ტრანსფერს იტალიური გუნდის ვებგვერდი ასე ეხმაურება:

,,უდინეზეს დაცვის აწმყოსა და მომავლის გარანტი - საბა გოგლიჩიძე ჩვენი გუნდის ახალი ფეხბურთელია.

ქართველმა მცველმა, რომელიც ემპოლიდან შევიძინეთ, 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

თანამედროვე მცველი ძლიერი ფიზიკური აღნაგობით და თანაც, ამავდროულად, ტექნიკური და სწრაფიც. გასულ სეზონში, ემპოლის რიგებში, ის აშკარად გამოირჩეოდა, როგორც სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ცენტრალური მცველი. - წერია უდინეზეს ვებგვერდზე

საბა გოგლიჩიძემ გასული სეზონი ემპოლიში გაატარა, სადაც 36 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. ქართველმა მცველმა ძირითად შემადგენლობაში სერია A-ს 29 შეხვედრაში ითამაშა.

სხვა სტატიები