Belive

,,უბრალოდ, ბურთის სხვა მხარეს გადატანა მინდოდა'' - ბელინგემს ელეგანტურ მოძრაობაზე ჰკითხეს

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა, ,,მანჩესტერ სიტისთან'' გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.

,,სამეფო გუნდის'' მიერ გატანილი გოლის ეპიზოდში ინგლისელმა ბურთი ელეგანტურად დაამუშავა, რამაც ფეხბურთის ბევრ გულშემატკივარს ზინედინ ზიდანის მოძრაობები გაახსენა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტმა ჯუდს სწორედ ამ მომენტზე ჰკითხა:

,,უბრალოდ, ბურთის სხვა მხარეს გადატანა მინდოდა, რათა შემდეგ მომენტი შეგვექმნა... ვფიქრობ, მთავარი პარტნიორების მოძრაობა იყო, რაც ძალიან სასიამოვნო სანახავია! ფედე, ვინი და როდრიგო საჭირო ზონაში გაჩნდნენ.'' - თქვა ინგლისელმა.

ნახევარფინალში ,,რეალის'' მეტოქე მიუნხენის ,,ბაიერნი'' იქნება, გუნდებს შორის პირველი მატჩი 30 აპრილს, გერმანიაში გაიმართება.

სხვა სტატიები