ბარსელონამ ლევანდოვსკის ტრავმა დაადასტურა, დაბრუნების თარიღი - არა
ლევანდოვსკიმ ტრავმა "ბარსელონასა" და "სელტას" მატჩის დროს, ლა ლიგის 32-ე ტურში მიიღო, პოლონელმა თავდამსხმელმა შეცვლა 77-ე წუთზე მოითხოვა, მას შემდეგ რაც ტკივილის აშკარა ნიშნები გამოუვლინდა მარცხენა ფეხის კუნთზე.
ბარსელონას სამედიცინო შტაბის მიხედვით, ლევანდოვსკი მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთის დაჭიმულობა აქვს, ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილი არაა, თუმცა ასეთი ტიპის ტრავმები 2-დან 3 კვირამდე აღდგენით პროცესს საჭიროებს.
თითქმის გადაწყვეტილია, რომ ლევანდოვსკი 27 აპრილს კოპა დელ რეის ფინალში, "რეალის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, ძალიან საეჭვოა მისი გამოჩენა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ დაპირისპირებებშიც, წესით ფორვარდმა "ინტერთან" ორივე თამაში უნდა გამოტოვოს. პოლონელის გამოჯანმრთელების ლოგიკური პერიოდი მაისის შუა რიცხვებია. საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ ლევანდოვსკი ლა ლიგის კლასიკომდე, 11 მაისამდე მოასწრებს აღდგენას.