U21 | საქართველომ მალტა დამაჯერებლად დაამარცხა
4 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მალტას დაუპირისპირდა. ქუთაისში რამდენიმე წუთის წინ დასრულებული მატჩი, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:1 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა სწრაფი გოლით გახსნეს, თუმცა, შემდეგ საქართველომ მეტოქის კარში 4 გოლის გატანა შეძლო - სიგუამ თავი დუბლით გამოიჩინა, 1-1 გოლი კი წულუკიძისა და ნარიმანიძის ანგარიშზეა.
მალტის წინააღმდეგ მოპოვებული 3 ქულის მიუხედავად, საქართველოს ფინალურ ეტაპზე მოხვედრის მხოლოდ მიზერული შანსი აქვს. რამაზ სვანაძის გაწვრთნილი ნაკრები 9 ქულით F-ჯგუფის მე-4 პოზიციაზე იმყოფება.
21-წლამდელები მომდევნო მატჩს 26 სექტემბერს, ბერძენი თანატოლების წინააღმდეგ გამართავენ.
ფოტო: nakrebi.ge