Belive

U21 ევროპის ჩემპიონატი: განახლებული ინფრასტრუქტურა ევროპის ჩემპიონატისთვის

10 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისამდე საქართველო ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირის მასპინძელი საქართველო რუმინეთთან ერთად იქნება. ჩვენს ქვეყანაში ორი, A და C ჯგუფის მატჩები და ორი მეოთხედფინალური, ერთი ნახევარფინალური და ფინალური მატჩი გაიმართება.

ტურნირს საქართველოს სამი უდიდესი ქალაქი, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და შესაბამისად, "მიხეილ მესხის სახელობის არენა", "ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა", "რამაზ შენგელიას სახელობის ქუთაისის სტადიონი" და "ბათუმის ახლადაშენებული არენა" უმასპინძლებს.

ჩემპიონატის ჩასატარებლად საქართველო განსაკუთრებულად მოემზადა და როგორც ჩამოთვლილი, ასევე სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების რეკონსტრუქცია ჩაატარა და დამატებითი ობიექტებიც ააშენა.

ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, შეგვიძლია გადავხედოთ თუ რა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა და რომელი არენა რა მდგომარეობაში ხვდება მოახლოებულ პრესტიჟულ ტურნირს.

მთლიანობაში, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს: თბილისის მესხის და პაიჭაძის სტადიონებს, დავით პეტრიაშვილი არენას, ტექნიკური ცენტრ ბასას, ქუთაისის შენგელია არენას და სავარჯიშო მოედნებს წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში.

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს: თბილისის მესხის და პაიჭაძის სტადიონებს, დავით პეტრიაშვილი არენას, ტექნიკური ცენტრ ბასას, ქუთაისის შენგელია არენას და სავარჯიშო მოედნებს წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში.

სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 100 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო. სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.

ჩატარებული სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ბალახის ახალი საფარი მოეწყო 11 მოედანზე, მოეწყო 6 სტადიონის განათების სისტემა, დამონტაჟდა გახმოვანების ახალი სისტემები, ახალი სკამები, ლედ სარეკლამო კედლები და სხვა.

ბალახის საფარის პროექტირების, მოწყობისა და ზედამხედველობის სამუშაოები, ყველა სტადიონისთვის, ბრიტანულმა კომპანიებმა „Labosport”-მა და “SIS Pitches”-მა და შეასრულეს.

ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი - დინამო არენა (თბილისი)

ტევადობა: 54 000

კალენდარი

საქართველო - პორტუგალია - 21 ივნისი, 20:00 საათი

საქართველო - ბელგია - 24 ივნისი, 20:00 საათი

ნიდერლანდები - საქართველო - 27 ივნისი, 20:00 საათი

მიხეილ მესხის სახელობის არენა (თბილისი)

ტევადობა: 24 600

კალენდარი

ბელგია - ნიდერლანდები - 21 ივნისი, 20:00 საათი

პორტუგალია - ნიდერლანდები - 24 ივნისი, 20:00 საათი

პორტუგალია - ბელგია - 27 ივნისი, 20:00 საათი

რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი (ქუთაისი)

ტევადობა: 12 000

კალენდარი

გერმანია - ისრაელი - 22 ივნისი, 20:00 საათი

ინგლისი - ისრაელი - 25 ივნისი, 25 ივნისი, 20:00 საათი

ისრაელი - ჩეხეთი - 28 ივნისი, 20:00 საათი

ბათუმი არენა (ბათუმი)

ტევადობა: 20 035

კალენდარი

ჩეხეთი - ინგლისი - 22 ივნისი, 22:00 საათი

ჩეხეთი - გერმანია - 25 ივნისი, 23:00 საათი

ინგლისი - გერმანია - 28 ივნისი, 20:00 საათი

სხვა სტატიები