Belive

U17 | საქართველო ისლანდიასთან დამარცხდა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ისლანდიასთან 1:5 დამარცხდა. ერთადერთი გოლი ქართველთა რიგებიდან იბერია 1999-ის ფეხბურთელმა, საბა ავდოევმა გაიტანა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მომდევნო შეხვედრაში საბერძნეთის ახალგაზრდულს დაუპირისპირდება, მატჩი 30 ოქტომბერს, 19:00 საათზე დაიწყება. 3-გუნდიანი ჯგუფიდან, შემდეგ ეტაპზე თამაშს ორი გუნდი განაგრძობს.

U17 | შემადგენლობა

მეკარეები: მათე ჭელიძე (დინამო თბილისი), გიორგი კახიძე (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), საბა ცარციძე (კოლხეთი 1913).

მცველები: დავით ცქვიტაია (დინამო თბილისი), საბა კილაძე (იბერია 1999), ალიკა გეთიაშვილი (დინამო თბილისი), იოანე გოგიჩაიშვილი (დინამო თბილისი), ანდრია ფოცხვერია (დინამო თბილისი), ლუკა შარიქაძე (დინამო თბილისი), ანზორ ცირამუა (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), თორნიკე ფილაური (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: საბა ავდოევი (იბერია 1999), საბა შარვაშიძე (დინამო თბილისი). რევაზ ვარდანია (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი ლაგვილავა (35-ე სკოლა), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), გიორგი გორგაძე (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი), სანდრო კუნჭულია (იბერია 1999), ანდრია ბართიშვილი (კოლხეთი 1913), ანდრია სვანიძე (გენგამი, საფრანგეთი).