U17 | საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონია 2:1 დაამარცხა. პირველი გოლი მე-15 წუთზე დავით ქვიტაიამ გაიტანა, 66-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა რეზი გაზდელიანმა, უკანასკნელი კი ანზორ ცირამუას ავტოგოლი იყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ასაკობრივი ნაკრები 2 დღის წინ, 24 თებერვალსაც შეხვდა ჩრდილოეთ მაკედონიას, იმ მატჩში ჩვენმა გუნდმა ფრედ 0:0 ითამაშა.
ასევე გეტყვით, რომ 17-წლამდელთა (2009 წელს დაბადებულები) ნაკრები, გაზაფხულზე სარეიტინგო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ჩვენი ასაკობრივი - უელსს, სან მარინოს და ანდორას შეხვდება. შესარჩევი ციკლის სარეიტინგო ტურნირის მატჩებს 10-16 აპრილს სან მარინო უმასპინძლებს.
10 აპრილი - სან მარინო V საქართველო | ეციო კონტი - დოგანა
13 აპრილი - ანდორა V საქართველო | აკვავივა სტედიუმი - აკვავივა
16 აპრილი - უელსი V საქართველო | აკვავივა სტედიუმი - აკვავივა