U 20 | სანტიაგოში მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა
20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატს წელს ჩილე მასპინძლობს. სანტიაგოში გუშინ ახალგაზრდული მუნდიალის ჯგუფური ეტაპის წილისყა გაიმართა.
24 ნაკრები 6 ჯგუფში ასე გადანაწილდა:
A ჯგუფი - ჩილე, ახალი ზელანდია, იაპონია, ეგვიპტე
B ჯგუფი - სამხრეთ კორეა, უკრაინა, პარაგვაი, პანამა
C ჯგუფი - ბრაზილია, მექსი, მაროკო, ესპანეთი
D ჯგუფი - იტალია, ავსტრალია, კუბა, არგენტინა
E ჯგუფი - აშშ, ახალი კალედონია, საფრანგეთი, სამხრეთ აფრიკა
F ჯგუფი - კოლუმბია, საუდის არაბეთი, ნორვეგია, ნიგერია
პირველ და მეორეადგილოსნების გარდა, ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 4 საუკეთესო მესამედგილოსანიც გავა.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ურუგვაის ნაკრებია, რომელმაც 2023 წელს ფინალში იტალია 1:0 დაამარცხა.
წელს ტურნირი 27 სექტემბერს დაიწყება და 19 ოქტომბერს დასრულდება.
20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ - 6-ჯერ არგენტინას აქვს მოგებული, ამ მხრივ მეორე ადგილს 5 ტიტულით ბრაზილია იკავებს.
საინტერესოა, რომ არგენტინის, განის, ბრაზილიის, საფრანგეთის, სერბეთის, ინგლისისა და უკრაინის შემდეგ, ურუგვაი არის ზედიზედ მე-8 მოქმედი ჩემპიონი, რომელმაც მუნდიალზე გასვლა ვერ შეძლო.
The groups are set! 👊
— FIFA World Cup (@FIFAWorldCup) May 29, 2025
Who will win the #U20WC 2025 in Chile? 🏆 #LegendsInTheMaking