ისტორიული ტრიუმფი - მაროკოს ნაკრებმა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო
მაროკოს 20-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორია დაწერა - მსოფლიოს ფინალში მათ ექვსგზის ჩემპიონი არგენტინა დაამარცხეს (2:0) და ისტორიაში პირველად მოიგეს FIFA-ს 20-წლამდელთა მუნდიალი.
მატჩი არგენტინისთვის კოშმარულად დაიწყო - სამხრეთ ამერიკელები თავიდანვე ათი კაცით დარჩნენ მას შემდეგ, რაც მათმა მეკარემ, ბოლო იმედის ჯარიმისთვის, პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო. მაროკომ მაშინვე ისარგებლა ამით. ამომავალმა ვარსკვლავმა, მოჰამედ ზაბირიმ მე-12 წუთზე შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში.
ზაბირიმ 29-ე წუთზე უკანა ძელი ბრწყინვალედ ჩაკეტა, მაამას ჩაწოდებულს დახვდა და კიდევ ერთხელ დაარტყა კარგად - ანგარიში 2:0 გახდა და არგენტინის ფანებიც გააჩუმა. ოტმან მაამას თავადაც ჰქონდა შანსი, პირველივე ტაიმში 3-ბურთიანი უპირატესობით გასულიყო წინ თავისი გუნდი, ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ, მისი დარტყმული კარის ხაზიდან გამოიტანეს. მაამა ამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ჩილეში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, მესამე ადგილი კოლუმბიამ დაიკავა, რომელმაც ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრაში საფრანგეთი დაამარცხა (1:0).
🇲🇦🏆 MOROCCO ARE #U20WC CHAMPIONS!#LegendsInTheMaking pic.twitter.com/kGw3slIssc
— FIFA World Cup (@FIFAWorldCup) October 20, 2025