U 17 | საქართველოს ნაკრებმა დანია დაამარცხა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა დანიელ თანატოლებს 2:1 მოუგო.
მატჩში ანგარიში 35-ე წუთზე გაიხსნა - დანიელთა მცველმა, ვიქტორ გუსტაფსენმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ტაიმის მიწურულს საქართველომ ანგარიშში სხვობა ორამდე გაზარდა - თავი ნიკოლოზ ელისაშვილმა გამოიჩინა.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში 56-ე წუთზე ნიკოლაი ტორნვიგმა დააფიქსირა.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, რომელიც ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩს 17 ოქტომბერს, ლიეტუვის წინააღმდეგ გამართავს, დანია კი ლიდერ ავსტრიას დაუპირისპირდება.