Belive

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს 17-წლამდე საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატს, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა. ჯგუფის მეორე შეხვედრაში, ჩვენი გუნდი საბერძნეთს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმის სტარზევე, ანდრია ბართიშვილმა ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით შეძლო გატანა და საქართველოს ნაკრები წინ გავიდა. სამწუხაროდ, ბერძნებმა მალე გაათანაბრეს (სულვაცისი / 56-ე წუთი), ხოლო გამარჯვების გოლი, ჩვენს კარში, პაპასარაფიანოსმა, მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე გაიტანა.

ქართველი 17-წლამდელები სამგუნდიან ჯგუფში ისლანდიასა და საბერძნეთთან ერთად იმყოფებოდნენ. ევროპის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საუკეთესო შედეგის მქონე ორი გუნდი გადადიოდა (ამ შემთხვევაში ისლანდია და საბერძნეთი).

საქართველომ ისლანდიასთან მატჩი 1:5 დათმო, ისლანდიამ მოუგო საბერძნეთსაც (4:3), შესაბამისად, პირველი ადგილი ისლანდიელებმა 6 ქულით დაიკავეს, ბერძნები კი მეორე ადგილზე 3 ქულით გავიდნენ.