Belive

თვის საუკეთესო მწვრთნელი: მარსელინომ ჰანსი ფლიკს და დიეგო სიმეონეს აჯობა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვილიარეალის მთავარი მწვრთნელი, მარსელინო ლა ლიგის ნოემბირს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

გიორგი მიქაუტაძის გუნდს ლა ლიგაში მიჯრით 5 გამარჯვება აქვს, აქედან 4 კი ნოემბერში, რაიო ვალეკანოსთან (4:0), ესპანიოლთან (2:0), მალიორკასთან (2:1) და რეალ სოსიედადთან (3:2).

60 წლის სპეციალისტმა საუკეთესოს ჯილდოსთვის ბრძოლაში ბარსელონასა და მადრიდის ატლეტიკოს მთავარ მწვრთნელებს, შესაბამისად, ჰანსი ფლიკს და დიეგო პაბლო სიმეონეს აჯობა.

მარსელინომ პრესტიჟული ჯილდო კარიერაში მეოთხედ მოიგო და ამ მიღწევით კარლო ანჩელოტის და მიჩელს გაუთანაბრდა. ყველაზე მეტჯერ თვის საუკეთესო მწვრთნელად დიეგო სიმეონე (5) და ერნესტო ვალვერდე (8) არიან დასახელებულნი. ლა ლიგა თვის საუკეთესო მწვრთნელს 2013 წლის სექტემბრიდან აჯილდოვებს და სადებიუტო გამარჯვებულიც მარსელინო გახლავთ.

ვილიარეალს 14 ტურის შემდეგ 32 ქულა აქვს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს. ლიდერ ბარსელონასთან ჩამორჩენა 2 ქულაა, შემდეგ ტურში კი საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდის გუნდმა 6 დეკემბერს, ხეტაფესთან, საშინაო კედლებშინ უნდა ითამაშოს.

სხვა სტატიები