თურქეთის ნაკრებს 2 ფეხბურთელი გამოაკლდა | ისინი პოლონეთთან ვერ ითამაშებენ
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
თურქეთის ნაკრების შემადგენლობაში პრობლემები გრძელდება, ამჯერად მათ კიდევ 2 ფეხბურთელი გამოაკლდათ - ზეკი ჩელიკს ტრავმა აქვს და არ უვარჯიშია, ასევე იუსუფ იაზიჩი, რომელსაც ზედა სასუნთქი გზების ინფექცია აქვს. ისინი პოლონეთთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში თავიანთ ნაკრებს ვერ დაეხმარებიან, ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია აქვეყნებს.
თურქეთის ნაკრებმა პოლონეთში ვარჯიში გამართა, სადაც ჩვენს მიერ ნახსენები ორი ფეხბურთელი მონაწილეობას არ იღებდა.
თურქეთის ეროვნული ნაკრები პოლონეთს ხვალ, 10 ივნისს შეხვდება, მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.