Belive

ტუხელმა ინგლისის ნაკრებში რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი დააბრუნა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, კოულ პალმერი და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ეროვნულ გუნდში დააბრუნა. "სამი ლომი" ერთა ლიგისთვის ემზადება, რომელსაც 26 სექტემბერს, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის წინააღმდეგ თამაშით გახსნის. ამის შემდეგ კი, წლევანდელი მუნდიალის ნახევარფინალისტი, ჩეხეთისა და ხორვატიის ნაკრებებსაც შეხვდება.

ალექსანდერ-არნოლდმა, ინგლისის ნაკრების მაისურით, ბოლოს, 2025 წლის ივნისში ითამაშა. კოულ პალმერმა კი ეროვნული გუნდის ფორმა, უკანასკნელად, მიმდინარე წლის მარტში მოირგო. ტრენტის, მსოფლიო ჩემპიონატზე, განაცხადს მიღმა დატოვებამ, დიდი გამოხმაურება გამოიწვია. არნოლდის გარდა, გერმანელმა სპეციალისტმა, წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე, ნაკრებში არ გამოიძახა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან - ფილ ფოდენი, და ჰარი მაგუაიერი.

ნაკრებში დაბრუნდა პსვ-ის ყოფილი მცველი, ჯარად ბრანთვეიტიც, რომელმაც ინგლისის ნაკრებში ერთადერთხელ, 2024 წლის ივნისში ითამაშა. ინგლისი ნაკრებში, ასევე, პირველად გამოიძახეს ლივერპულის ახალგაზრდა ფეხბურთელი, რიო ნგუმოაც. ტომას ტუხელმა, ამ სანაკრებო პაუზისთვის, 27 ფეხბურთელი გამოიძახა. საბოლოოდ კი, შემადგენლობა 23 ფეხბურთელამდე უნდა შემცირდეს.

სხვა სტატიები