Belive

უნგრეთის ნაკრებმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

უნგრეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როსიმ, ერთა ლიგის შეხვედრებისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 5 დებიუტანტია:

  • მეკარეები: გუნდელ-ტაკაჩი (ზალაეგერსეგი), არმინ პეჩი (ჰარტბერგი), ბალაშ ტოთი (ბლექბერნი);

  • მცველები: ბენდეგუჟ ბოლა (რაპიდი), მარკ ჩინგერი (გრონინგენი), არონ დოკტორიში (ვაშაში), მილოშ კერკეზი (ლივერპული), აკოშ მარკგრაფი (კოპენჰაგენი), ვილი ორბანი (ლაიფციგი), ატილა ოსვატი (ფერენცვაროში), კალუმ სტაილსი (ვესტ ბრომვიჩი), კორნელ შჟუჩი (ვოივოდინა), ბენჩე ვარკონი (ყარაბაღი);

  • ნახევარმცველები: არონ ჩონგვაი (სენტ-ეტიენი), ანდრაშ შაფერი (უნიონ ბერლინი), დომინიკ სობოსლაი (ლივერპული), ტამაშ შჟუჩი (ფამალიკაო), ალექს ტოთი (ბორნმუთი), რაიმუნდ ტოთი (ქონიასპორი), მილან ვიტალიში (აეკი);

  • თავდამსხმელები: გაბორ იურეკი (მტკ ბუდაპეშტი), დანიელ ლუკაში (პუშკაშ აკადემია), დამირ რეჯიჩი (ზალცბურგი), როლანდ შალაი (გალათასარაი), იოჟეფ შალაი (პაკში), ბარნაბას ვარგა (აეკი).

პრესკონფერენციაზე მარკო როსიმ მომავალ მატჩებზე ისაუბრა და ჯგუფიც შეაფასა:

,,თანაბარ ჯგუფში ვართ, ჩემი აზრით, ჯგუფს გამოკვეთილი ფავორიტიც კი არ ჰყავს. გვინდა ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია, მიზანი A ლიგაში დაბრუნებაა.

ათ დღეში ოთხი მატჩის ჩატარება რთული იქნება, მაგრამ ახალი ფორმატი ჩვენი მეტოქეებისთვისაც ზუსტად ასეთივე რთულ გამოწვევას წარმოადგენს. უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ შინ ვთამაშობთ, ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ კი - სტუმრად, ბოლო შეხვედრაში კი კვლავ უკრაინას ვუპირისპირდებით.

გუნდებს შორის, ბუნებრივია, არის განსხვავებები: სავარაუდოდ, საქართველო და ჩრდილოეთ ირლანდია სამი ცენტრალური მცველით ითამაშებენ, უკრაინის შემთხვევაში კი ამ პოზიციაზე ოთხ მოთამაშეს ველით. ეს ჩვენთვის იმას ნიშნავს, რომ ტაქტიკურად ორივე განლაგებისთვის უნდა მოვემზადოთ. კარგი გაგებით აგრესიულები უნდა ვიყოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბურთის დაკარგვისთანავე ის რაც შეიძლება მალე დავიბრუნოთ.'' - მარკო როსი

უნგრეთის ნაკრების განრიგი:

25 სექტემბერი | უნგრეთი - უკრაინა

28 სექტემბერი | ჩრდ. ირლანდია - უნგრეთი

2 ოქტომბერი | უნგრეთი - საქართველო

5 ოქტომბერი | უკრაინა - უნგრეთი