Belive

ტუხელმა დაადასტურა - ჩელსი ჰოლანდის შეძენით არის დაინტერესებული

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა - ტომას ტუხელმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლონდონური კლუბი, ერლინ ჰოლანდით არის დაინტერესებული და ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს დორტმუნდის "ბორუსიასთან". ბოლო 2 წლის განმავლობაში, 21 წლის ერლინგ ჰოლანდი, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავია და იგი ყოველ თამაშში გვიმყარებს ამ მოსაზრებას.  ნორვეგიელმა, ოფიციალურ მატჩებში, 69 მატჩში 70 გოლის გატანა შეძლო, "დორტმუნდში" კი 49 მატჩში გოლით თავი 49-ჯერ გამოიჩინა. თომას ტუხელმა დაადასტურა ის ინფორმაციაც, რომ ზაფხულის სატრანფესო ფანჯრის დროს, თავად ერლინგ ჰოლანდთან ჰქონდა ონლაინ გასაუბრებები, რათა ნორვეგიელი ფორვარდი ლონდონურ კლუბში გადასულიყო.

"ჩვენ თავად ვესაუბრეთ ერლინგ ჰოლანდ, "ჩელსიში" შესაძლო გადმოსვლის შესახებ, თუმცა იმ დროისთვის ეს ტრანსფერი არარეალური იყო. ახლაც სისტემატიური საუბრები და მოლაპარაკებები მიდის მის შესახებ, რადგან იგი შთამბეჭდავი ფეხბურთელია და ჩემპიონთა ლიგაზე, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია".

საბოლოოდ "ლურჯებმა" ჰოლანდის ნაცვლად კლუბში რომელუ ლუკაკუ დაიმატეს, რომელიც მილანის "ინტერიდან" ჩელსიში დაბრუნდა. ჟურნალისტებს, ტუხელთან საუბრის დროს გაუნჩდათ ლოგიკური კითხვა, თუ "ჩელსი", ერლინ ჰოლანდის შეძენითაა დაინტერესებული, რამდენად კარგი და სასარგებლო იქნება, თავდასხმის ხაზში ორი ერთნაირი სტილით მოთამაშე და "მძიმე" ფორვარდის ყოლა თავდასხმაში?

"ჯერჯერობით ამ ფაქტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არაა მიღებული, ამ ტრანსფერის შესახებ დეტალური ინფორმაცია მომავალ კვირებში და თვეებში იქნება ცნობილი, შესაბამისად ამ საკითხზეც მომავალში ვისაუბრებ" - განაცხადა ტომას ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული. ლონდონის "ჩელსის" გარდა, ნორვეგიელის ტრანსფერით "სიტი", "ბაიერნი" და მადრიდის "რეალი" არიან დაინტერესებულები.

სხვა სტატიები