Belive

დიდი გამოწვევა კევინს - დე ბრუინეს მესის რეკორდის მოხსნის შანსი აქვს

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

3 მარტს, პრემიერ ლიგის 27-ე ტურის ცენტრალური მატჩი მანჩესტერში შედგება, სადაც მანჩესტერულ დერბიში "სიტი" "იუნაიტედს" დაუპირისპირდება.

192-ე მანჩესტერული დერბი შეიძლება მრავალმხრივ საინტერესო გამოდგეს. კერძოდ, "სიტი" პრემიერ ლიგის ტიტულისთვის იბრძვის, "მანჩესტერ იუნაიტედი" კი ევროტურნირებისთვის ბრძოლას აგრძელებს და ეცდება, რომ 5-ეულში შევიდეს. გარდა ამისა, ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კევინ დე ბრუინესთვის, რომელსაც საკმაოდ დიდი და რეალური შანსი აქვს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ლეო მესის ევროპული რეკორდი მინიმუმ გაიმეოროს.

ბელგიელი ვარსკვლავი მშვენიერ ფორმაშია მას შემდეგ, რაც დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. მოედანზე დაბრუნების შემდეგ, კევინ დე ბრუინეს ანგარიშზე 12 საგოლე გადაცემაა, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქედან 4 მან Fa Cup-ზე, "ლუთონის" წინააღმდეგ ერთ მატჩში შეასრულა და ბოლო 10 წლის განმავლობაში მის ანგარიშზე 202 საგოლე გადაცემა დაგროვდა.

ბოლო 10 წლის მანძილზე ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის TOP 5 ლიგაში 202-ზე მეტი საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო ლეო მესია. 2013/14 წლების სეზონიდან მოყოლებული, ოქროს ბურთის რვაგზის მფლობელმა 203 საგოლე გადაცემა გააკეთა, ასისტების უმეტესობა კი "ბარსელონაში" თამაშის დროს გაიფორმა.

თუ ბელგიელი ვარსკვლავი მოახერხებს მესის რეკორდთან გათანაბრებას ან მოხსნას, დე ბრუინე ამას გააკეთებს 16 მატჩით უფრო ნაკლებ დროში, ვიდრე ლეო მესი. არგენტინელმა ვარსკვლავმა 202 საგოლე გადაცემის შესრულება 458 მატჩში შეძლო.

კევინ დე ბრუინს აქვს შანსი გახდეს ევროპის ტოპ ხუთ ლიგაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში საუკეთესო ასისტენტი და ეს მხოლოდ დროის ამბავია, თუმცა სიმბოლური იქნება, თუ იგი ამ ყველაფერს მანჩესტერულ დერბიში შეძლებს.

ასევე შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინე პრემიერ ლიგაში შესრულებული საგოლე გადაცემებით მესამე პოზიციაზე იმყოფება (106) და მხოლოდ სესკ ფაბრეგასსა (111) და რაიან გიგსს (162) ჩამორჩება.

სხვა სტატიები