Belive

ტუხელი: ,,სიტისთან აუტსაიდერები ვიქნებით და ეს ნორმალურია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ,,ბაიერნის'' მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, ,,მანჩესტერ სიტისთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ჰოლანდის მისვლის მიუხედავად, ,,მანჩესტერ სიტის'' სათამაშო სტილი არ შეცვლილა. რა თქმა უნდა, ერლინგი უნიკალურია და გუნდი ცდილობს, რომ მას მოერგოს.

მოგვიწევს, გუნდურად ვიმოქმედოთ. ხვალ მოედანზე აუტსაიდერები ვიქნებით და ეს ნორმალურია. საკუთარი თავის ნდობა უნდა შევინარჩუნოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ.

დარწმუნებული ვარ, რთული მომენტები იქნება, მაგრამ, უნდა ვეცადოთ, რომ შანსები ჩვენც გამოვიყენოთ. ჩვენი გუნდი საკმაოდ გამოცდილია. ვფიქრობ, გვაქვს სწორი წარმოდგენა იმის შესახებ თუ რა შეიძლება მოხდეს. გვსურს, მათ ზედმეტ დომინირებაში ხელი შევუშალოთ,'' - განაცხადა ტუხელმა.

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში, ,,მანჩესტერ სიტი” მიუნხენის ,,ბაიერნს” უმასპინძლებს. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები