Belive

პეპ გვარდიოლა: "ჰოლანდი თუ ასე გააგრძელებს, კრიშტიანუ რონალდუს გადაასწრებს"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, მანჩესტერ სიტიმ შინ იტალიის მოქმედი ჩემპიონი ნაპოლი მიიღო და გარდამავალი უპირატესობით, 2:0 დაამარცხა. ალბათ ყველა დაგვეთანხმება, რომ ეს ანგარიში არ ასახავს მანჩესტერ სიტის კოლოსალურ უპირატესობას, რაც გასაკვირი არ არის, რადგან მატჩის მე-20 წუთზე სტუმართა კაპიტანი მოედნიდან გააძევეს, კონტემ კი საფეხბურთო ბედისწერას დასცინა და მოედნიდან შინ დაბრუნებული კევინ დე ბრუინე გაიყვანა, რომელსაც მანჩესტერელებმა საოცარი დახვედრა მოუწყვეს.

ამ მატჩში პირველი გოლი ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა, რომელმაც მორიგი რეკორდი დაამყარა, ამჯერად ჩემპიონთა ლიგაზე - 25 წლის ნორვეგიელმა ფორვარდმა, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ნაკლებ (49) თამაშში 50 გოლის გატანა შეძლო.

სწორედ ამ რეკორდის შესახებ, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე პეპ გვარდიოლამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ჰოლანდი ასე გააგრძელებს, იგი კრიშტიანუ რონალდუსაც გადაასწრებს.

"ჰოლანდის გოლების რიცხვი კარგად მეტყველებს იმის შესახებ, თუ როგორი ფორვარდია ის.

ჩ.ლიგაზე გოლების მხრივ ის ნისტელროისთან და ლევანდოვსკისთან ერთადაა, განსაკუთრებით კი ორ მონსტრთან - კრიშტიანუსთან და მესისთან ერთად, რომლებიც 15, 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში თამაშობდნენ. ერლინგი იქ არის. ეს წარმოუდგენელია.

შეძლებს თუ არა ჰოლანდი რონალდუს რეკორდის მოხსნას?! - თუ ის ამ რიტმს შეინარჩუნებს კი, თანაც აუცილებლად. მას თამაში, არ ვიცი რამდენი წელი, ალბათ კიდევ 10/12 წელი შეუძლია და თუ ამ პროგრესს შეინარჩუნებს, აბსოლუტურად“. - პეპ გვარდიოლა

შეგახსენებთ, რომ 140 გატანილი გოლით, კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 9 ფეხბურთელს შეუერთდა, რომლებსაც 50+ გოლი აქვთ გატანილი.

სხვა სტატიები