Belive

ტუხელი: ,,შედეგს საერთოდ არ ვეთანხმები''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ,,ბაიერნის'' მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, ,,მანჩესტერ სიტისთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,შედეგს საერთოდ არ ვეთანხმები. ისეთ ეპიზოდებში დავისაჯეთ, როცა უკეთ გამოვიყურებოდით. დღეს, უბრალოდ, სასტიკად დაგვსაჯეს. ვფიქრობდი, რომ ჩვენი თამაში 0:2-მდე ძალიან კარგი იყო. შედეგზე საუბარი არ მინდა, 70-ე წუთამდე კარგი მატჩი ვნახე.

ვფიქრობ, ერთ გოლს მაინც ვიმსახურებდით. ჩვენს ფეხბურთელებს ცოტა თავდაჯერებულობა აკლდათ. რა თქმა უნდა, შედეგი ჩვენთვის მძიმეა. დღევანდელი თამაშის გამო, ჩემი გუნდი კიდევ უფრო შემიყვარდა. რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ეს სახალისო იყო,'' - ტუხელის სიტყვებს უეფას ვებგვერდი ციტირებს.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში ,,მანჩესტერ სიტიმ” ,,ბაიერნს” უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 19 აპრილს გაიმართება.

სხვა სტატიები