Belive

ტუხელი: ,,ნოიერმა ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელსაც 100 წელი არ დაუშვებდა''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ,,ბაიერნის'' მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, მადრიდის ,,რეალთან'' წაგებული მატჩი შეაფასა:

,,მტკივნეული მარცხია! ძალების აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდება... რა თქმა უნდა, ამაზე შეგუება რთულია, მაგრამ ეს რეალობაა.

მეორე მხრივ, იყო ძალიან ბევრი ტრავმა, ბევრი ცვლილება... ოთხი შემტევით დავიწყეთ, რომელთაგან მატჩი არცერთს არ ჩაუმთავრებია. შემდეგ მანუმ, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან კარგად თამაშობდა, ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელსაც 100 წლის განმავლობაში არ დაუშვებდა.

დე ლიხტის არჩათვლილი გოლი? კატასტროფა, აბსოლუტური კატასტროფა! რეალის მეორე გოლის ეპიზოდში თამაში გაგრძელდა. ყველასთვის აშკარა წესია, რომ ასეთ დროს თამაში გრძელდება. პირველი შეცდომა გვერდითა მსაჯმა დაუშვა, მეორე კი - მთავარმა. ეს წესების აშკარა დარღვევა იყო! გვერდითა მსაჯმა მატჩის შემდეგ ბოდიში მოგვიხადა, მაგრამ ეს ვერ დაგვეხმარება...'' - ტომას ტუხელი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში მადრიდის ,,რეალმა'' მიუნხენის ,,ბაიერნს'' 2:1 მოუგო და ფინალში გავიდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც პირველ ივნისს ლონდონში გაიმართება, ,,სამეფო გუნდის'' მეტოქე დორტმუნდის ,,ბორუსია'' იქნება.

სხვა სტატიები