Belive

ცვლილებები შემადგენლობაში - კვარა და ზიელინსკი სათადარიგოთა სკამზე?

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიური მედიის ინფორმაციით, სერია A-ს მე-9 ტურის შეხვედრაში, "კრემონეზეს" წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა ვერ ითამაშოს.

ამის მიზეზი 4 ოქტომბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში მიღებული დაზიანებაა, რის გამოც, 21 წლის ქართველმა მოედანზე ფეხის ტკივილის ფონზე დატოვა.

როგორც გაირკვა, საბედნიეროდ, კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ არის და მას დიდი დრო არ გაუცდება, თუმცა ლუჩიანო სპალეტის გუნდმა, გადატვირთული კალენდრის გამო, მას შესაძლოა დასვენების შესაძლებლობა მისცეს.

ლუკა ლოჩოშვილის გუნდის წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა ძირითად შემადგენლობაში არ იყოს და მან მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს.

"პიოტრ ზიელისნკი და ხვიჩა კვარაცხელია კვლავაც მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ხოლო ტანგი ნდომბელე და ელიფ ელმასი მატჩისთვის სპეციალური პროგრამით ემზადებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით კვარა და ზიელინსკი თადარიგში იქნებიან.

იმის გათვალისწინებით, რომ კალენდარი ძალიან დატვირთულია და 13 ნოემბრამდე "ნაპოლის" კიდევ 10 მატჩი ელის (7 სერია A-ში და 3 ჩემპიონთა ლიგაზე), დიდია შანსი იმისა, რომ სპალეტიმ ფეხბურთელები დაასვენოს", - წერს Repubblica.

კვარაცხელიას აქტივში 2022 წელს საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 20 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება. რაც შეეხება უშუალოდ “ნაპოლის” აქ ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე, 2022/23 წლების სეზონში 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს.

"ნაპოლისა" და "კრემონეზეს" მატჩი 9 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები