Belive

BBC - საუკეთესო თერთმეტეული, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს არაერთი ვარსკვლავი დააკლდება. BBC Sport-მა დაასახელა 6 გამორჩეული ფეხბურთელი, რომელიც მუნდიალზე ვერ ითამაშებს და ასეთი ფეხბურთელებისგან შემდგარი სიმბოლური თერთმეტეულიც დაასახელა.

ექვსეულში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ ჟერმენის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელზეც BBC წერს:

,,ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში პარი სენ-ჟერმენს ევროპის ჩემპიონობაში დაეხმარა - მან ინტერის წინააღმდეგ გამართულ ფინალში, რომელიც ანგარიშით 5:0 დასრულდა, გოლი გაიტანა, ხოლო 2025 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მე-12 ადგილი დაიკავა.

თუმცა, საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარუმატებელი აღმოჩნდა - მათ მხოლოდ სამი ქულა დააგროვეს იმ ჯგუფში, სადაც ესპანეთი, თურქეთი და ბულგარეთი ასპარეზობდნენ.'' - BBC

კვარას გარდა, BBC Sport-მა 6 ფეხბურთელს შორის რობერტ ლევანდოვსკი, სერუ გირასი, ვიქტორ ოსიმენი, ჯანლუიჯი დონარუმა და დომინი სობოსლაი შეიყვანა.

რაც შეეხება მუნდიალს მიღმა დარჩენილ სიმბოლურ თერთმეტეულს, BBC-ის ვერსიით ის ასე გამოიყურება:

  • ჯანლუიჯი დონარუმა, ოლა აინა, ვილი ორბანი, ნიკოლა მილენკოვიჩი, მილოშ კერკეზი, სანდრო ტონალი, დომინიკ სობოსლაი, სერუ გირასი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, რობერტ ლევანდოვსკი.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი, რომელსაც აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ, 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს.

A graphic showing a potential best XI not going to the World Cup: Donnarumma, Aina, Orban, Milenkovic, Kerkez Kvaratskhelia, Tonali, Szoboszlai, Guirassy, Osimhen, Lewandowski.

სხვა სტატიები