Belive

ცნობილია, ვინ იქნება რეალის ახალი კაპიტანი მომავალი სეზონიდან

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,რეალმა'' მომავალი სეზონისთვის გუნდის კაპიტნები ოფიციალურად წარადგინა.

,,სამეფო კლუბის'' კაპიტანი ნაჩო ფერნანდესი იქნება, ვიცეკაპიტანი - ლუკა მოდრიჩი, მე-3 და მე-4 კაპიტნები კი - დანი კარვახალი და ტონი კროოსი.

გასულ სეზონში მადრიდელთა კაპიტანი კარიმ ბენზემა იყო, რომელმაც ზაფხულში გუნდი დატოვა და ,,ალ იტიჰადს'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

,,რეალი'' 2023-2024 წლების სეზონის პირველ მატჩს 13 აგვისტოს, ,,ბილბაოსთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები