Belive

ცნობილია, ვინ დაასახელა მესიმ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ოქროს ბურთის'' დაჯილდოების ცერემონიალზე წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის (U21) ჯილდო, რომელიც რაიმონ კოპას სახელობისაა, ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის'' შემტევს, ჯუდ ბელინგემს გადაეცა.

გამარჯვებულს ,,ოქროს ბურთის'' მფლობელები ავლენენ, რომლებიც ქულებს სამ ფეხბურთელზე ანაწილებენ.

აღმოჩნდა, რომ მესისა და ბენზემას გარდა, ჟიურის ყველა წევრმა საუკეთესოდ სწორედ ბელინგემი დაასახელა.

არგენტინელმა პირველ ადგილზე ჯამალ მუსიალა გაიყვანა, მეორეზე - პედრი, მესამეზე კი - ბელინგემი.

რაც შეეხება ბენზემას, კარიმმა პირველი პოზიცია კამავინგას მიანიჭა, მეორე და მესამე კი პედრისა და ბელინგემს.

არაერთმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, მათ შორის რონალდინიომ, რონალდომ, რივალდომ, კაკამ, ვან ბასტენმა, ზიდანმა, კანავარომ და ფიგუმ, საუკეთესოდ ჯუდი დაასახელეს.

სხვა სტატიები