Belive

მბაპე: "მესისთან თამაში მენატრება, ის უბრალოდ გენიალური იყო..."

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის სუპერ თასის გამარჯვების შემდეგ, სადაც "პსჟ"-მ "ტულუზა" 2:0 დაამარცხა, კილიან მბაპემ ლეო მესის შესახებ ისაუბრა.

"ყოველთვის და ძალიან მენატრება მესისთან თამაში, რადგან ჩემნაირი თავდამსხმელისთვის, რომელსაც უყვარს სივრცეების ათვისება, შეგიძლია მასთან ერთად თავი ყველაზე კომფორტულად იგრძნო, რადგან ის საოცარ გადაცემებს ასრულებს.

არ აქვს მნიშვნელობა შენ კარგად ეხსნები თუ არა მას, ან შესაძლებელია თუ არა იმ მომენტში პასის გაკეთება, ის აუცილებლად მოგცემს ისეთ გადაცემას, რომ საგოლე მომენტი შეგიქმნას.

სიტყვები არ მყონის, ის უბრალოდ გენიალურია. ეს არის ფუფუნება, რომელიც მხოლოდ მას შეუძლია რომ შეგიქმნათ. მესისთან თამაში განსაკუთრებული იყო.

მესისთან ძალიან ახლოს ვმეგობრობ ამ წამამდე და მე ის ძალიან მიყვარს..." - კილიან მბაპე

შეგახსენებთ, რომ ლეო მესი და კილიან მბაპე "პსჟ"-ში ერთად 2021-2023 წლებში თამაშობდნენ. მათ ერთად ლიგა 1-ის ორი ტიტული და საფრანგეთის თასი მოიგეს.

სხვა სტატიები