Belive

ცნობილია, თუ ვინ გაიტაცა ლუის დიასის მშობლები

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულის" ფეხბურთელის ლუის დიასის მშობლები გაიტაცეს. ცნობების თანახმად, დიასის დედ-მამას ქალაქ ბარანკასისკენ მიმავალ გზაზე დაესხნენ თავს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუისის დედა უკვე თავისუფალია. სამწუხაროდ, მამა ისევ გატაცებულია და მისი ადგილსამყოფელი არავინ იცის.

კოლუმბიელი ჟურნალისტის პიპე სიერას თქმით, ფეხბურთელის მამა ადგილობრივმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ ELN-მ გაიტაცა. აღნიშნული ინფორმაცია კოლუმბიის მთავრობამაც დაადასტურა.

კოლუმბიური საინფორმაციო საშუალებები წერენ, რომ ოპერაციას პირადად ქვეყნის პოლიციის დირექტორი ხელმძღვანელობს, რომელიც რამდენიმე დღეა დედაქალაქიდან ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ბარანკასში ჩაფრინდა და ადგილზე 24 საათის განმავლობაში მუშაობს. 

სხვა სტატიები