ცნობილია თუ როდის შედგება გიორგი მამარდაშვილის დებიუტი
გიორგი მამარდაშვილის დებიუტი ლივერპულის ძირითად შემადგენლობაში მომავალ კვირას იგეგმება. Dailymail-ის ჟურნალისტის ლუის სტილის განცხადებით 24 წლის ქართველი მეკარის დებიუტი მერსისაიდული გუნდის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში ინგლისის ლიგის თასზე, საუთჰემპტონის წინააღმდეგ შედგება.
როგორც სეზონის დასაწყისიდანვე იყო ცნობილი ალისონი ლივერპულის პირველი მეკარე იქნებოდა და ასეც მოხდა, 6 თამაში ბრაზილიელმა მეკარემ ძირითადში დაიწყო, მამარდაშვილს კი შანსი თასის შეხვედრებიდან უნდა მისცემოდა და აღნიშნულ თემაზე საუბრები უკვე დაიწყო.
არაოფიციალურ შეხვედრებს რაც შეეხება მამარდაშვილმა, ლივერპულის რიგებში წინასასეზონო მატჩებში უკვე ითამაშა, ახლა კი დიდი ალბათობით ქართველ მეკარეს ოფიციალურ შეხვედრებშიც ვიხილავთ.
ლივერპულისა და საუთჰემპტონის დაპირისპირება 23 სექტემბერს, 23:00 საათზე დაიწყება.