Belive

ცნობილია, თუ რა თანხა დაიხარჯა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატისთვის

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ყატარმა წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე €200 მილიარდი ევრო დახარჯა, თითქმის 20-ჯერ მეტი ვიდრე რუსეთმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ყატარის მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.

ყატარამდე ყველაზე მაღალი ხარჯი 2014 წელს ბრაზილიის ხელისუფლების მიერ იყო გაღებული (15 მილიარდი ფუნტი), ხოლო სამხრეთ აფრიკამ ოთხი წლით ადრე 3,6 მილიარდი ფუნტი დახარჯა. გერმანიის 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დაჯდა 4,3 მილიარდი ფუნტი, ხოლო კორეამ და იაპონიამ 2002 წელს 7 მილიარდი დახარჯეს. საფრანგეთმა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 2,3 მილიარდი ფუნტი, აშშ-მ კი 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარი მილიარდი დოლარი დახარჯა.

ინგლისელი გულშემატკივრები საცხოვრებლის ნაკლებობას უჩივიან და თანაც ძალიან საფუძვლიანად. მიმდინარე წლის მარტის მდგომარეობით, ყატარში მხოლოდ 30 000 სასტუმროს ნომერი იყო გამოყოფილი, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ქვეყანას მილიონზე მეტი გულშემატკივარი ეწვევა.

გულშემატკივრებმა, რომლებიც ახალ სტადიონებზე მოიყრიან თავს, შესაძლოა ყატარში 24 საათიც კი ვერ გაატარონ. ყატარის მეზობელი ქვეყნები: საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ომანი და ქუვეითი ელიან, რომ გულშემატკივრები სწორედ ამ ქვეყნებს ეწვევიან, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება შეძლონ.

ყატარის 200 მილიარდი დოლარიდან მხოლოდ 6,5 მილიარდი დოლარი არის დახარჯული სტადიონებზე, გუნდის ბაზებზე და გულშემატკივრების ობიექტებზე.



2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კომუნიკაციების აღმასრულებელმა დირექტორმა - ფატმა ალ ნუაიმმა განმარტა, თუ რაში დაიხარჯა დანარჩენი ფული:

„მსოფლიო ჩემპიონატი არის ყატარის ეროვნული ხედვის 2030 წლის ნაწილი, მთავრობის უფრო ფართო სტრატეგია , რომელიც ხელს უწყობს ურბანული და ინტენსიური განვითარების ხელშეწყობას. ეროვნული ობიექტები და მრეწველობა, გარდა განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებისა. 200 მილიარდი დოლარის მაჩვენებელი, რომელიც უფრო მეტად მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება, რეალურად არის ამ ამბიციური სტრატეგიის ნაწილი ყატარის ეროვნული განვითარებისა და მოდერნიზაციისთვის. ამ ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების უმეტესობა, რომლებსაც გუნდები და გულშემატკივრები გამოიყენებენ 2022 წელს. უფრო დეტალურად, 200 მილიარდი დაიხარჯა: ახალი გზებისთვის, მეტროებისთვის, აეროპორტებისთვის, სასტუმროებისა და სხვა ტურისტული ობიექტებისთვის".

სხვა სტატიები