Belive

ყატარი 2022 | ფიფა-მ 1.8 მილიონი ბილეთი გაყიდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყატარი 2022-ის ორგანიზატორების განცხადებით, მსოფლიო ჩემპინატის უკვე 1.8 მილიონი ბილეთი გაყიდულია. ფიფა-მ ბილეთების გაყიდვის ახალი რაუნდი დააანონსა. ცნობილია, რომ ბილეთების უდიდესი ნაწილის მფლობელი ადგილობრივი მოსახლეობაა - გაყიდვების საგრძნობ ზრდაზე გავლენა ყატარის მოსახლეობისთვის განკუთვნილმა სპეციალურმა ფასდაკლებამ მოახდინა. ფიფა-ს თანახმად, ყველაზე მეტი ბილეთის მფლობელი ქვეყნების ჩამონათვალში კანადა, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, საუდის არაბეთი, ესპანეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და აშშ გვხვდება. ტურნირი სტარტს 21 ნოემბერს აიღებს და 28 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ყატარში არსებული პრობლემებისა და მის მასპინძლობასთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, Live.ge ვრცელ, დეტალურ სტატიას შემოგთავაზებთ.  

სხვა სტატიები