Belive

წიტაიშვილმა გრანადას შემადგენლობაში ყველაზე მეტი ითამაშა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი წიტაიშვილმა გრანადას ისტორიაში თავისი საპატიო ადგილი დაიკავა, როგორც სეზონის განმავლობაში ყველაზე ხშირად მოთამაშე ფეხბურთელმა.

ქართველი ვინგერი დინამო კიევის საკუთრებაა და ფორმალურად უკრაინულ კლუბში დაბრუნდება, ის გრანადას რეკორდსმენის სტატუსით ტოვებს. ქართველმა თავდამსხმელმა არა მხოლოდ ყველაზე მეტი წუთი ითამაშა სეზონის განმავლობაში (2,737 წუთი), არამედ ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანიც იყო - 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა.

წიტაიშვილი იშვიათად ისვენებდა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ გრანადამ საიმედო შემცვლელი ვერ იპოვა, თუმცა, ესპანური კლუბისთვის მისი შეცვლის საჭიროება (ფეხბურთელის შედეგებიდან გამომდინარე) არ დამდგარა.

გრანადამ ლა ლიგა 2-ის სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა. წიტაიშვილი დინამო კიევში ბრუნდება, თუმცა ამ კლუბში გაჩერებას არ აპირებს.

სხვა სტატიები