Belive

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ასოციაციის თასის ფინალს გამოტოვებს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მერსისაიდული გრანდის ფლანგის მცველი - ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი მოედანზე გასვლას რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ტრენტი "ჩელსის" წინააღმდეგ გასამართ ასოციაციის თასის ფინალს გამოტოვებს.

პრემიერ ლიგის 24-ე ტურის მატჩში, "ლივერპულმა" "ბარნლი" დამაჯერებლად (3:1) დაამარცხა, თუმცა ტრენტმა მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა და მეორე ნახევარში მოედანზე გასვლა ვერ შეძლო. "ლივერპულის" სამედიცინო შტაბის წევრებმა დაადასტურეს, რომ "ბარნლის" წინააღმდეგ, ტრენტს ძველი ტრავმა გაუმიზეზდა.

ინგლისის ასოციაციის თასის ფინალი 25 თებერვალს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები