Belive

ლივერპულმა 29-კაციანი შემადგენლობა დაასახელა | მამარდაშვილი განაცხადშია

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულმა სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში 29-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, მათ შორისაა გიორგი მამარდაშვილი. ლივერპულელები ჰონგ-კონგსა და იაპონიაში გაემზავრნენ. მერსისაიდული გუნდი 2 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს, პირველი 26 ივლისს მილანთან, 30-ში კი იოკოჰამა ფრანცისკო მარინოს წინააღმდეგ. ორივე მატჩის პირდაპირ ეთერში ყურება All Red Video-ზე იქნება შესაძლებელი.

დღეს, არნე სლოტის გუნდმა სავარჯიშო ცენტრში, დახურულ კარს მიღმა ამხანაგურ მატჩში სტოკ სიტი 5:0 დაამარცხა.

შემადგენლობა, რომლითაც ლივერპული მოსამზადებელ პერიოდს გაივლის:

ალისონ ბეკერი, ჯო გომესი, ენდო ვატარუ, ვირჯილ ვან დაიკი, იბრაჰიმა კონატე, ლუის დიასი, დომინიკ სობოსლაი, დარვინ ნუნიესი, ალექსის მაკ ალისტერი, მო სალაჰი, კურტის ჯონსი, კოდი გაკპო, ჰარვი ელიოტი, კონსტანტინოს ციმიკასი, ენდრიუ რობერტსონი, რაიან გრავენბერხი, ბენ დოუქი, ფრედერიკ ვუდმენი, გიორგი მამარდაშვილი, მილოშ კერკეზი, ფლორიან ვირცი, ჯერემი ფრიმპონგი, არმინ პეკში, რიო ნგუმოჰა, კორნელ მიჩიური, ტაილერ მორტონი, კონორ ბრედლი, ლუკა სტეფენსონი, ტრეი ნიონი.

Liverpool Fc

სხვა სტატიები